ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ათეულობით მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოაგზავნეს გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან, რადგან მათ იქ ყოფნის რეჟიმი დაარღვიეს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. გერმანიიდან სამშობლოში სპეცრეისით საქართველოს 68 მოქალაქე დააბრუნეს, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში მოხდა.

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
ქართველების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე მოთხოვნა შემცირდა

ავიარეისი ერთობლივი კოორდინაციით დაგეგმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსმა“. 

ეს მოქალაქეები დააბრუნეს გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან, რადგან ისინი ამ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.

ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„საქართველო შეშფოთებულია – ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნიან“>>

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის რეჟიმი, რადგან ამ რეჟიმის დარღვევა უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს.

ყველა ახალი ამბავი
0