თბილისში ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnikთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოზე სტუმრები მოისმენენ მუსიკას სტრავინსკის ბალეტიდან „კურთხეული გაზაფხული“.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი 15 მაისს ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრში გაიმართება, დაწერა თავის Facebook–გვერდზე პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ.

საღამოს პროგრამაშია იგორ სტრავინსკის ბალეტი „კურთხეული გაზაფხული“ და ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის The Silver Sun – „ვერცხლისფერი მზე“, რომელიც საქართველოში პირველად შესრულდება. ორკესტრს უდირიჟორებს კახი სოლომნიშვილი.

„15 მაისი ჩემთვის ნატვრის ახდენის დღეა, ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის იგორ სტრავინსკის რევოლუციურ და გენიალურ „კურთხეულ გაზაფხულს“. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან საქართველოში პირველად შესრულდება ჩემი ახალი ნაწარმოები „ვერცხლისფერი მზე" და ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მას შეასრულებს შესანიშნავი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვილი“, – ციტირებს ჯორბენაძე ნიკოლოზ რაჭველის სიტყვებს. 

ნიკოლოზ რაჭველი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. საღამოს მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

სტრავინსკის ბალეტი გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. პრემიერა 1913 წლის 29 მაისს პარიზში გაიმართა.

ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერი მზის" პრემიერა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში Elbphilharmonie 2018 წლის 2 აპრილს გაიმართა და მსმენელისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ვებ–გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0