რამდენს იღებენ თურქი „სუტენიორები“ ქართველი ქალებისგან

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსხვერპლი ქალების ნაწილი კარადებში იყო ჩაკეტილი

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თურქეთში  ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ექვსი ქართველი ქალი, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ, საქართველოში დააბრუნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თურქმა 300–მა სამართალდამცველმა სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში, კოზანის  რაიონში 4 მაისს ჩაატარა, რომლებმაც ჩხრეკა სამ საცხოვრებელ სახლში განახორციელეს. დაკავებულია 18 ადამიანი. მზადება ოპერაციისთვის სამი თვე გრძელდებოდა,  დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. 

თურქი სამართალდამცველები - Sputnik საქართველო
დაპირებული ქორწინება თუ ტრეფიკინგი – ქართველი ქალები თურქეთში

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოზანის რაიონში მდებარე სამ სახლში სულ რვა ქალი იმყოფებოდა. მსხვერპლი ქალების  ნაწილი კარადებში იყო ჩაკეტილი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველი ქალები ადანის პროვინციაში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაჰპირდნენ. დამნაშავეები ქალებს პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ. ბრალდებულები ერთ ქალთან გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ 100-400 ლირის ოდენობით ჰონორარს იღებდნენ. გარდა ამისა, პროსტიტუციაში ჩაბმული თითო ქალისგან მიღებული მოგების 50%-საც დამნაშავეები იღებდნენ.

სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ერთი პისტოლეტი და სამი შაშხანა, ასევე 75 ათასი ლირა და საბუღალტრო წიგნი, რომელშიც პროსტიტუციაში ჩართული ქალების შემოსავლები იყო ნაჩვენები.

დაკავებულები ამგვარ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ და მილიონობით ლირა აქვთ მიღებული.


ყველა ახალი ამბავი
0