დაპირებული ქორწინება თუ ტრეფიკინგი – ქართველი ქალები თურქეთში

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქი სამართალდამცველები
თურქი სამართალდამცველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრშია მოთავსებული, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვაში ბრალდებული 18 მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ტრეფიკინგი საქართველოში - უზბეკეთის მოქალაქე ქალს პატიმრობა ემუქრება

თურქმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში ჩაატარეს, რომლებმაც ჩხრეკა სამ საცხოვრებელ სახლში განახორციელეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქართველი ქალები ადანის პროვინციაში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაპირდნენ. დამნაშავეები ქალებს პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

ამ დროისათვის საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრშია მოთავსებული, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0