Iriao „ევროვიზიის“ ჟიურის წინ დღეს წარდგება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში„ევროვიზია-2018“-ის გახსნა
„ევროვიზია-2018“-ის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს ქართულ ჯგუფ Iriao-ს და „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალის სხვა მონაწილეებს ჟიური შეაფასებს, შაბათს კი ფინალი შედგება

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ეთნო-ჯაზ ბენდი Iriao სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2018“-ის საერთაშორისო ჟიურის წინაშე „გენერალურ რეპეტიციაზე“ ოთხშაბათ საღამოს, მეორე ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე წარდგება.

საქართველოს წარმომადგენლები მაყურებლის წინაშე ხუთშაბათს წარდგებიან. მეორე ნახევარფინალში პორტუგალიაში „ალტის არენაზე“ 18 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა.

„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი სამშაბათ საღამოს ჩატარდა. ფინალში გავიდნენ ავსტრიის, ესტონეთის, კვიპროსის, ისრაელის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ფინეთის და ირლანდიის კონკურსანტები.

კონკურსის ფინალი 12 მაისს შედგება.

ჯგუფი IRIAO - Sputnik საქართველო
„ნამდვილი ჯადოქრები“ - ქართველებმა „ევროვიზიის“ გახსნაზე წამყვანები გააოცეს

წესების თანახმად, თითოეული მონაწილე ქვეყანა ირჩევს ეროვნული ჟიურის თითო ხუთ წევრს, რომლებიც კენჭისყრაში ანონიმურად მონაწილეობენ. ჟიურის ყველა წევრი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ის წარმოადგენს, უნდა ეკუთვნოდეს მუსიკალურ ინდუსტრიას და არ იყოს კავშირში კონკურსის რომელიმე მონაწილესთან.

ჟიური აფასებს არტისტებს მათი ვოკალის, შესრულების მანერის, სიმღერის კომპოზიციის, ორიგინალობის და ზოგადი შთაბეჭდილების მიხედვით. თითოეულ ქვეყანაში პროცესს კონკურსის დამოუკიდებელი წარმომადგენელი აკვირდება.

ჟიურის წევრებზე დამოკიდებულია საბოლოო შედეგის 50%. ნახევაფინალებსა და ფინალს ერთი და იგივე ჟიური აფასებს. ჟიური წერს ქულებს „გენერალურ რეპეტიციაზე“, რომელიც ყოველი ლაივ-კონცერტის წინ იმართება.

ჯგუფ Iriao-ს გზა „ევროვიზია-2018“-ზე >>

ტელემაყურებლებსა და ჟიურის წევრებს არ შეუძლიათ ხმის მიცემა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

თუ ორივე ქვეყანა ჟიურისგან ქულების ტოლ რაოდენობას მიიღებს, გამარჯვებულად ჩაითვლება ის ქვეყანა, რომელმაც ტელემაყურებლების მეტი ხმა დააგროვა.

ჟიურის წევრთა ვინაობა და მათი ქულები კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე საფინალო კონცერტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება (Eurovision.tv.)


ყველა ახალი ამბავი
0