წლის პირველ სამ თვეში ტრეფიკინგის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: courtesy of femunity livejournalტრეფიკინგის მსხვერპლი
ტრეფიკინგის მსხვერპლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრეფიკინგის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად იზრდება

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან სამ თვეში ტრეფიკინგის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ("საქსტატი") მონაცემებზე დაყრდნობით.

თურქი სამართალდამცველები - Sputnik საქართველო
დაპირებული ქორწინება თუ ტრეფიკინგი – ქართველი ქალები თურქეთში

ტელეარხის ცნობით, ამ ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი საქმეა გახსნილი. 2017 წელს მომხდარი 21 შემთხვევიდან კი გახსნილია ორი საქმე.

საქსტატის" მონაცემებით, ტრეფიკინგის შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2015 წელს იყო ტრეფიკინგის 18 შემთხვევა, გახსნილია 3 საქმე, 2016 წელს — 19 შემთხვევა, გახსნილია — ერთი.

ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც შრომითი ტრეფიკინგისა და სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0