რატომ კლავენ საქართველოში ქალებს

© © Sputnik/ Alexander Imedashvilაქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემზარავი სტატისტიკა და კვლევის შემაშფოთებელი შედეგები

21 მოკლული ქალი 2016 წელს, 12 — 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ეს სტატისტიკა 2018 წლისათვის, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახური ძალადობის მხრივ, გაზრდილი აგრესიისა და ძალადობის ფონზე, ფემიციდის ფაქტები საქართველოში საკმაოდ ხშირია.

ჯერ ერთი თვეც კი არ გასულა ბარნოვის ქუჩაზე დატრიალებული საზარელი ტრაგედიის შემდეგ, როცა ბრალდებულმა ბაქრაძემ საკუთარი გერი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ სასტიკად გამოასალმა სიცოცხლეს. თუმცა რამდენად მაღალია საქართველოში ფემიციდის — ანუ ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ მგრძნობელობა, ამას ისიც აჩვენებს, როგორი იყო მერვე მოწვევის პარლამენტის დამოკიდებულება ფემიციდის კანონის მიმართ. პროექტს სულ რამდენიმე ხმა დააკლდა, თუმცა სავარაუდოდ, უმრავლესობა არც ფემიციდის და არც ქალთა ქვოტირების პროექტებისათვის მხარდაჭერას არ აპირებდა.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
სამ თვეში ოჯახში ძალადობისთვის 800-ზე მეტი პირი დააკავეს

ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებს მე-9 მოწვევის პარლამენტი იმ სავალალო მდგომარეობის შესაცვლელად, რაც ამ სფეროშია. მხოლოდ პოლიციისა და სამართალდამცავებისათვის ამ პრობლემის შეტოვება და შემდეგ ყველა კონკრეტულ ფაქტზე პასუხის მოთხოვნა არც ეფექტური იქნება და არც — სამართლიანი. დანაშაული იმ ქცევათა ჯაჭვის ბოლო წერტილია, რაც ადამიანის აღზრდიდან იღებს სათავეს.

ვითარება კი ქვეყანაში არც თუ ისე სახარბიელო გვქონია და განსაკუთრებით ეს საზოგადოებრივი აზრის დონეზე იკითხება. მოგეხსენებათ, ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია, გაეროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს ორგანიზაცია საქართველოშიც აქტიურად მუშაობს და ბოლო პერიოდში საკმაოდ ძვირადღირებული და ინფორმაციული კვლევაც ჩატარდა, რაც ადასტურებს, რომ მხოლოდ მე-12 საუკუნის მიღწევებით თავის მოწონება, თუ აწმყოს კულტურისა და განათლების დონეზე არ მივხედეთ, რთულია.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება

სტატისტიკა საგანგაშოა —  მსოფლიოს მასშტაბით, სამში ერთი ქალი ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ამ კუთხით არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს: 2017 წელს ჩატარებული საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევის  მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა, საქართველოში ოთხიდან ერთ ქალს გამოუცდია გენდერული ნიშნით ძალადობა, ხოლო შვიდიდან ერთ ქალს გამოუცდია ოჯახში ძალადობა. მათ შორის, დაახლოებით 15 000 ქალს ფიზიკური ძალადობა ორსულობის პერიოდში გამოუცდია, ინტიმური პარტნიორის მხრიდან,  ხოლო ქალების 9%-მა აღიარა, რომ ბავშვობაში  გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

კვლევის შედეგების მიხედვით, ხუთიდან ერთი ქალი (20%) აცხადებს, რომ განუცდია სექსუალური შევიწროების მინიმუმ ერთი ფორმა. სულ, ქალების 26%-მა განაცხადა, რომ განუცდია სექსუალური ძალადობა ან/და სექსუალური შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან, ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობის ჩათვლით. კვლევის ფარგლებში, ქალებს ასევე ჰკითხეს ადევნების გამოცდილების შესახებ: ქალთა 3.5%-მა განაცხადა, რომ სიცოცხლის მანძილზე ადევნების მრავალი ფორმა განუცდია, ხოლო 3.3%-მა აღნიშნა, რომ ადევნება უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამოუცდია.

ძალადობა - Sputnik საქართველო
„საქართველოს სირცხვილი“ - პრემიერი ქალის დამჩაგრავისთვის უმკაცრესი სასჯელის მომხრეა

კვლევის შედეგად, ქალების მიერ განცდილი ძალადობის გამოცდილებების შეჯამებისას დადგინდა, რომ: ქალების 12%-ს სიცოცხლის მანძილზე განუცდია მეუღლის/პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა. 4-დან 1 ქალზე მეტს (27%) სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან, მათ შორის ბავშვობაში განცდილი ძალადობა ან სექსუალური შევიწროება.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქალებსა და კაცებს ურთიერთობებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მაღალი მიმღებლობა აქვთ.  გამოკითხულთა შორის ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (23%) და კაცების თითქმის ნახევარს (42%) სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როცა ის მას არ ეთანხმება.

კვლევა ვრცელია და მრავლისმომცველი, ამიტომ მასზე აქ დაწვრილებით ვერ შევჩერდებით, მაგრამ ერთირ ამ ცხადია — თუ ძალადობას საბავშვო ბაღიდან და სკოლის მერხიდან არ აღმოვფხვრით, უფრო მეტი თავშესაფრის მოწყობა დაგვჭირდება მოზრდილობის ასაკში ძალადობის მსხვერპლთათვის. საბოლოოდ კი მივდივართ დასკვნამდე, რომ აღზრდა და განათლება, ისევე, როგორც დღევანდელი აგრესიული სოციალური გარემო, ამ მხრივ მთავარი პრობლემებია.

ყველა ახალი ამბავი
0