„საქართველოს სირცხვილი“ - პრემიერი ქალის დამჩაგრავისთვის უმკაცრესი სასჯელის მომხრეა

© Fotolia / Hikdaigaku86ძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური მომხრეა, რომ ქალების მიმართ ძალადობა ბევრად გამკაცრდეს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობას თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უწოდა.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე მუხლად გამოიტანეს. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ეს დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახურ გარჩევებს 14 ადამიანი შეეწირა.

„დღე არ გავა, თუ კვირა არ გავა, არ გავიგოთ, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი, თუ ყოფილი ცოლი  სასტიკი ფორმით მოკლა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული, მენტალური პრობლემა გახლავთ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
„არა“ ქალთა მიმართ ძალადობას!: პრეზიდენტმა პოლიციელები დააჯილდოვა

მისი თქმით, მიღებულ ზომებს შედეგი არ მოუტანია.

„ის, რაც ხდება, ჩვენი ქვეყნის სირცხვილია და მხარს დავუჭერ, რომ მაქსიმალურად, რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა, რათა არ გვქონდეს დღეს არსებული დრამატული სურათი", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შსს-ს მონაცემებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან საქართველოში ოჯახური ძალადობის 1500-მდე ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 24 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. ათასზე მეტ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


ყველა ახალი ამბავი
0