საქართველოში მიცვალებულები კვლავ აერიათ - რატომ აღმოჩნდა ზნაურელი ბებოს ცხედარი ბრეთში

© photo: Sputnikსასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარშიც მოხდა, როდესაც ზესტაფონში ცერცვაძეების ოჯახმა სხვისი მიცვალებული ხუთი დღის განმავლობაში იგლოვა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქარელის რაიონში ჭირისუფლებს სახლში უცხო ადამიანის ცხედარი მიუსვენეს, ავრცელებს ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
შემთხვევა ქარელის რაიონში, სოფელ ბრეთში მოხდა. ჭირისუფალმა  გარდაცვლილი მაშინ ამოიცნო, როდესაც  სუდარა მოხსნეს. აღმოჩნდა, რომ მათ საავადმყოფოდან სახლში უცხო ადამიანის ცხედარი მიუსვენეს.

როგორც გაირკვა,  ამ პერიოდში გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაიცვალა: ერთ-ერთი —  სოფელ ბრეთის მკვიდრი 79 წლის ქალი  იყო, მეორე კი — ზნაურიდან დევნილი 94 წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.
საავადმყოფოს პერსონალს  მიცვალებულები აერიათ და 94 წლის ზნაურელი ნინა ბებო სოფელ ბრეთში სხვის ოჯახს მიუსვენეს.

ქალაქი ქუთაისი - Sputnik საქართველო
საქართველოში მიცვალებულები აერიათ: ოჯახი საავადმყოფოს თანამშრომლის დასჯას ითხოვს

„საავადმყოფოში  გვითხრეს, რომ თუ მომსახურების თანხას გადავიხდიდით, სოფელში თავისი ტრანსპორტით, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენებდნენ. ჩვენც თან გამოვყევით. საავადმყოფოში არც გვანახეს ცხედარი და ვერც ვნახავდით, რადგან ბაბოს ცხედარი მთლიანად შეხვეული იყო ნაჭერში", — აღნიშნავს ბრეთში მცხოვრები ქალბატონის შვილიშვილი.

ჭირისუფლები საავადმყოფოში დაბრუნდნენ, სადაც ზნაურელი  ჭირისუფლები საკუთარი ბებოს ცხედარს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ. საბოლოოდ ჭირისუფლებმა ცხედრები „გაცვალეს“.  ისინი აღშფოთებულნი არიან და ამ ფაქტის მოკვლევას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

მსგავსი შემთხვევა საქართველოში პირველად არ მოხდა. მიმდინარე წლის იანვარში ზესტაფონში ცერცვაძეების ოჯახმა სხვისი მიცვალებული ხუთი დღის განმავლობაში იგლოვა. მიცვალებულის მეუღლე მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ მიხვდა, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებმა მათ სხვა ადამიანის ცხედარი გაატანეს, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი „ქმრის“ ხელზე ტატუ დაინახა, ოჯახებმა ცხედრები დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გაცვალეს.

ყველა ახალი ამბავი
0