საქართველოში მიცვალებულები აერიათ: ოჯახი საავადმყოფოს თანამშრომლის დასჯას ითხოვს

CC BY 2.0 / John Crane / Kutaisi 012ქალაქი ქუთაისი
ქალაქი ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიცვალებულის მეუღლე ხუთი დღის შემდეგ, როდესაც გარდაცვლილი „ქმრის“ ხელზე ტატუ დაინახა, მიხვდა, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებმა მათ სხვა ადამიანის ცხედარი გაატანეს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik.  ცერცვაძეების ოჯახი, რომელიც ზესტაფონში ხუთი დღის განმავლობაში სხვის მიცვალებულს გლოვობდა, ქუთაისის საავადმყოფოს თანამშრომლის დასჯას მოითხოვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა. 

სოფელი კახეთში - Sputnik საქართველო
ჭირისუფალს სავადმყოფოდან უცხო ადამიანის ცხედარი გაატანეს

ოჯახებმა ცხედრები სამშაბათს, დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გაცვალეს. ერთ–ერთი მიცვალებულის ნათესავებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილს სახე ბინტით ჰქონდა გადახვეული და მისი ცნობა ძნელი იყო.  შეცდომის შესახებ კი  მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მიცვალებული კუბოში ჩაასვენეს.

„როდესაც მიცვალებულს შევხედე მივხვდი, რომ ჩემი ქმარი არ იყო. ჩემს ქმარს სხვანაირი თითები ჰქონდა, ამასთან ტატუც დავინახე. შემდეგ ვითხოვე, რომ ჩემთვის მისი ფეხი ენახათ, ფეხზე ნიშანი ჰქონდა. და ეს არ დაემთხვა. მეორედ მოვკვდი. ჩვენ საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ და ისინი დაგვეხმარნენ ჩვენი მიცვალებულის პოვნაში. ვერც წარმოვიდგენდით, ასეთი რამ თუ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო“, – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

მსგავსი შემთხვევა საქართველოში პირველი არ არის. გასულ წელს გურჯაანის საავადმყოფოს მორგიდან ოჯახს სხვისი ცხედარი გადასცეს. მამაკაცს საავადმყოფოსთვის სხვისი მიცვალებულის დაბრუნება და საკუთარი მიცვალებულის გადმოსვენება მოუხდა.


ყველა ახალი ამბავი
0