თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიცვალებულები აერიათ, იუწყება ტელეკომპანია „გურჯაანი“.
საავადმყოფოდან ოჯახს 80 წლის მარიამ ჯვარისაშვილის ცხედრის ნაცვლად სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანეს.
ოჯახმა ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც გარდაცვლილის ცხედარი სოფელ ველისციხეში, სახლში დაასვენა.
ადგილობრივ მცხოვრებლებს უკვირთ და ამბობენ, რომ სოფელში მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა.