ბათუმში ვანდალებმა მატარებელი დააზიანეს

© courtesy of Georgian Railwayორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი
ორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზამ“ ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. უცნობმა პირებმა ბათუმში ღამით დააზიანეს ორსართულიანი მატარებელი Stadler-ი — ვანდალებმა მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ენიო მორიკონე - Sputnik საქართველო
ენიო მორიკონეს კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისი დანიშნა

განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული ინციდენტი. „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. 

„ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, — აღნიშნულია განცხადებაში.

რკინიგზის ინფორმაციით, მომხდარის გამო მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. 

ყველა ახალი ამბავი
0