ენიო მორიკონეს კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისი დანიშნა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიენიო მორიკონე
ენიო მორიკონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენიო მორიკონეს კონცერტი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების 60 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მგზავრების მოთხოვნის გათვალისწინებით ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს თბილისიდან „ბლექ სი არენას" (Black Sea arena) მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში Check in Georgia-ს 2018 წლის მუსიკალურ სეზონს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 19 მაისს გახსნის. კონცერტი კომპოზიტორის მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიტორის პირველი ვიზიტია საქართველოში.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 19 მაისს კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის" (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება.

„დამატებითი რეისის მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩამოვა", — ნათქვამია განცხადებაში.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
Black Sea Jazz Festival-ის ვარსკვლავური შემსრულებლების სია ცნობილია

მგზავრები მატარებლის ბილეთების შეძენას ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეძლებენ.

ენიო მორიკონეს ეკუთვნის შეუდარებელი მელოდიები ფილმებისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი" (1966), „ერთი მუჭა დოლარებისთვის" (1964), „ერთხელ ამერიკაში" (1984) და სხვა მრავალი.

2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის „ოსკარის" პრემია მიენიჭა, ასევე ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო მუსიკისთვის, რომელიც შექმნა კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვა".

ენიო მორიკონეს კონცერტი მუსიკალური სეზონის გახსნას ემთხვევა და ის სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. მორიკონესთან ერთად საქართველოში 121-წევრიანი ორკესტრი ჩამოვა. კონცერტში ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 70-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს.

ყველა ახალი ამბავი
0