ავარია ქსანში: დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიისას ათი ადამიანი დაშავდა

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: არის დაღუპული, არიან დაშავებულები

სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგად ავტობუსი ამოყირავდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია. ასევე დაშავდა ათი ადამიანი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ყველა ახალი ამბავი
0