ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: არის დაღუპული, არიან დაშავებულები

გამოწერა
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik.  თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია imedi.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

გამოძიება სსკ-ის 276 ე მუხლით („ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევა“) დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0