საზღვარზე ბანგლადეშის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს - ვიდეოკადრები

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო საზღვარი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ბანგლადეშის 5 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მოხდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში წინასწარ ეცოდინებათ, ვინ მოფრინავს ქვეყანაში

იგივე ბრალდებით ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ბანგლადეშის 3 და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 19-344-ე მუხლით აღიძრა (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა), რაც 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0