ქართველმა ფალავნებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედალი აიღეს

© photo: GeoWrestling / FBვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას ქართველი სპორტსმენები ოთხი მედლისთვის იასპარეზებენ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თავისუფალის სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარეობს.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი (2016) და 2012 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველად ასპარეზობს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა პოლონელ კრიშტოფ ბიენკოვსკის ანგარიშით 8:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს 27 ხინჩეგაშვილისთვის კონტინენტურ პირველობებზე უკვე მეექვსე მედალია და პირველი 65 კილოგრამამდე კატეგორიაში. მანამდე ქართველ მოჭიდავეს მედლები აქვს მოპოვებული 55, 57, 60 და 61 კგ წონით კატეგორიაში.

კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ზურაბ იაკობაშვილმა (-70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (-97 კგ). პირველმა უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის სძლია (3:1), მეორემ კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (5:2).

ქართველმა კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა რუსეთში ექვსი მედალი მოიპოვეს >>

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 6 მაისს, საქართველოს ნაკრები ოთხი მედლისთვის იბრძოლებს. ბექა ლომთაძე (-61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ფინალში გავიდნენ, ხოლო სანდრო ამინაშვილი (-86 კგ) და ირაკლი მწითური (-92 კგ) ტურნირის ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.

ამჟამად საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრების მოჭიდავეები ლიდერობენ, რომელთა ანგარიშზეა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი.

ყველა ახალი ამბავი
0