ქართველმა კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა რუსეთში ექვსი მედალი მოიპოვეს

© FB / GeoWrestlingსაქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ბერძნულ-რომაულ სტილში
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ბერძნულ-რომაულ სტილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენები ოქროს, ვერცხლსა და ოთხ ბრინჯაოს მედალს ჩამოიტანენ

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში კასპიისკში (რუსეთი) მიმდინარეობს, ექვსი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრების მეორე დღეს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ შმაგი ბოლქვაძეს (-67) საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე მეორე ოქრო მოტანა შეეძლო, თუმცა ის რუს არტიომ სურკოვთან დამარცხდა (0:8) და ვერცხლს დასჯერდა.

ეს ბოლქვაძისთვის მაინც წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მან მესამე ადგილი დაიკავა.

© photo : courtesy of GeoWrestling / FBშმაგი ბოლქვაძე
Грузинский борец Шмаги Болквадзе - Sputnik საქართველო
შმაგი ბოლქვაძე

კიდევ ორი ბრინჯაო ტურნირის დასკვნით დღეს მოიპოვეს დავით ჩხარტიშვილმა (-60 კგ) და იური ლომაძემ (-72).

უფრო ადრე ევროპის ჩემპიონი გახდა რობერტ კობლიაშვილი (-87), ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი — ნუგზარ წურწუმია (-55) და იაკობ ქაჯაია (-130).

რობერტ კობლიაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ექვსმა მედალმა საქართველოს ნაკრებს საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გასვლის საშუალება მისცა. გამარჯვებული აშკარა უპირატესობით რუსეთის ნაკრები გახდა (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). შემდეგ მოდიან სომხეთი და აზერბაიჯანის ნაკრებები.

ევროპის ჩემპიონატზე 4 მაისს დაიწყებენ გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65), გენო პეტრიაშვილი (-125) და ზურაბ იაკობაშვილი (-70).

 

ყველა ახალი ამბავი
0