ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

© FB / GeoWrestling რობერტ კობლიაშვილი
რობერტ კობლიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შერკინებაში რუსი მოჭიდავე დაამარცხა

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (-87 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი ამ დღეებში რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარეობს.

ფინალში კობლიაშვილმა რუს ბეკხან ოზდოევს სძლია (3:2) და თავისი კარიერის განმავლობაში მეორედ ავიდა კონტინენტის პირველობაზე საპატიო კვარცხლბეკზე. 2016 წელს ის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი იყო.

© FB / GeoWrestlingრობერტ კობლიაშვილი და ბეკხან ოზდოევი
Грузинский борец греко-римского стиля Роберт Коблиашвили и россиянин Бекхан Оздоев - Sputnik საქართველო
რობერტ კობლიაშვილი და ბეკხან ოზდოევი

შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა კიდე ორი მედალი მოიპოვეს. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაო მოიპოვა, ასევე ბრინჯაო მოიპოვა 130 კგ-მდე წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ.

ოთხშაბათს, 2 მაისს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველ სპორტსმენებს ეროვნული გუნდისთვის მედლების მოპოვება კიდევ შეუძლიათ. იბრძოლებენ შმაგი ბოლქვაძე (-66), დავით ჩხარტიშვილი (-60) და იური ლომაძე (-72).

ევროპის ჩემპიონატი 6 მაისამდე გაგრძელდება. 3 მაისიდან საასპარეზოდ თავისუფალი სტილის მოჭიდავეები გამოვლენ.

საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65), გენო პეტრიაშვილი (-125), ზურაბ იაკობაშვილი (-70).

 

ყველა ახალი ამბავი
0