თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლომბარდების მუშაობის წესების შეცვლას აპირებს, პირველ რიგში, უძრავი ქონებისა და ავტომობილების ლომბარდში ჩადების კუთხით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% — თბილისში. ლომბარდების მიერ 2017 წელს გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.
„მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში, და ეს მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან დაკავშირებით. ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება, განსაკუთრებით, ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები“, — განაცხადა ბახტაძემ.
ძველი რეალობა და ფულის სესხების ახალი წესები… >>
ლომბარდის გახსნას სპეციალური ლიცენზია არ სჭირდება. მის საქმიანობას მხოლოდ საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.