თბილისის სასამართლომ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი გაამართლა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ დაადგინა, რომ თემურ ბასილია ბანკირების ცრუ ჩენების საფუძველზე უკანონოდ იყო მსჯავრდებული

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა თემურ ბასილია — წარსულში საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელიც დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაუსწრებლად იყო მსჯავრდებული, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო >>

ბასილიას 2008 წელს დაუსწრებლად 9 წლით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასამართლოს განაჩენის გადახედვის შუამდგომლობით მიმართა. მანამდე პროკურატურაში განცხადება თავად ბასილიამ შეიტანა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის უკანონოდ იყო მსჯავრდებული.

Amnesty International - Sputnik საქართველო
Amnesty International-მა საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები შეაფასა

„დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები“, — ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ დაადგინა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული სს,,ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი და ცენტრალური ფილიალის მმართველი აიძულეს ბასილიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. მაშინ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ბასილია ოპოზიციონერი იყო.

დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე გაამართლა >>

გამოძიების შედეგების მიხედვით, პროკურატურის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ფარულად, კანონდარღვევით დაკავებულთა „ინტელექტბანკის“ აქციონერებთან შეხვედრა მოაწყო. სწორედ მათ გააცნეს დაკავებულებს პროკურატურის მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდათ, თითქოსდა თემურ ბასილია „ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მათ გათავისუფლებას შეპირდნენ.

„პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში“, — ხაზგასმით აღნიშნეს პროკურატურაში.

бывший глава МВД Грузии Вано Мерабишвили - Sputnik საქართველო
ვანო მერაბიშვილი კავკასიური ცარცის წრეში ანუ როდის გაათავისუფლებენ ყოფილ პრემიერს

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა 58 მსჯავრდებულის საქმეების გადახედვა მოხდეს. შედეგად სასამართლომ 23 მსჯავრდებული უკვე გაამართლა.

1992-1994 წლებში ბასილია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. 1994 წელს ის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ერთი წელი იმუშავა.

პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს ბასილია 1996-2003 წლებში იკავებდა.

თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი ზაზა ბაქრაძე დააკავეს >>

ბასილიამ საქართველო 2004 წელს დატოვა. მასზე ინტერპოლის ხაზით ძებნა გამოცხადდა. 2011 წელს მან აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა ის ძებნილთა სიიდან ამოიღო.


ყველა ახალი ამბავი
0