თბილისის ცენტრში მოძრაობა გადაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრი
თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვები პარასკევს, საღამოს ამოქმედდება.

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. თბილისის ცენტრში ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შაბათს „ევროპის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში

პარასკევის 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით; მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.

შაბათს 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა ასევე აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან — სრულად.

ავტომაგისტრალი - Sputnik საქართველო
საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

ევროპის დღე — ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაულია.

მსოფლიოში ევროპის ორი სხვადასხვა — ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული დღე აღინიშნება, შესაბამისად, 5 და 9 მაისს.

საზეიმო ღონისძიებები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები 12:00 საათიდან 17:00 საათამდე პარკს ევროპულ სოფლად გადააქცევენ. იგეგმება წარმოდგენების, თამაშებისა და სხვა საპრიზო გათამაშებების გამართვა.

17:00-დან 19:00 საათამდე ღონისძიების ძირითადი ნაწილი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართება.

„ევროპის დღე 2018" ევროპის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური შოუ The Voice оf Germany-ს გამარჯვებული ნათია თოდუა და მომღერალი ნინო ქათამაძე & Insight.

ყველა ახალი ამბავი
0