ბათუმის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. ბათუმში მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ძველ ბათუმში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. 

„სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ბათუმი 3-ში რეაბილიტაცია უტარდება მაღალი ძაბვის მოწყობილობებს, მიმდინარეობს ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟი და ახალი საკაბელო ხაზის გაჭიმვა, რის შედეგადაც 12 000 აბონენტის ენერგომომარაგება ძველ ბათუმში უფრო სტაბილური გახდება“, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ქვესადგურ „მარნეული 500“ -ის მშენებლობა  დაიწყო - Sputnik საქართველო
ქვესადგურ „მარნეული 500“ -ის მშენებლობა დაიწყო

სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

დღეისათვის კომპანია Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაშია ორი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ (UEDC) (780 000 მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია“ (95 000 მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს საქმიანობის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს ფარავს, ხოლო აბონენტთა რაოდენობა 900 000 აჭარბებს.

ვინ გააკონტროლებს ღამის საათებში ხმაურს ბათუმში >>

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად იზრდება. ტურისტთა ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე შავი ზღვის სანაპიროზე მოდის. ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმი.

ყველა ახალი ამბავი
0