ქვესადგურ „მარნეული 500“ -ის მშენებლობა დაიწყო

© https://www.facebook.com/minenergygovgeქვესადგურ „მარნეული 500“ -ის მშენებლობა დაიწყო
ქვესადგურ „მარნეული 500“ -ის მშენებლობა  დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მარნეული-500“-ის ქვესადგური, 50 მილიონი ევროს ღირებულების „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ნაწილია.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში ახალი ქვესადგურის „მარნეული — 500“-ს მშენებლობა დაიწყო, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური. 

 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მარნეული-500“-ის ქვესადგური, 50 მილიონი ევროს ღირებულების  „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ნაწილია. პროექტს აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით (ADB), “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორციელებს.

 500 კვ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია ”ბესტი” განახორციელებს. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 660 მეგავოლტამპერი იქნება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
"თელასმა" ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების საიმედოობა გაზარდა

„პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყობა მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონალურ ვაჭრობას“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

 პროექტი 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. ახალი ქვესადგური არსებულ, 220/110 კვ ქვესადგურს „მარნეული“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით აშენებს.

 პარალელურ რეჟიმში დაპროექტდა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ვარძია“ მარნეულის 500 კვ ქვესადგურში შეჭრის პროექტი, რომელსაც ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შვილობილი კომპანია ”ენერგოტრანსი” განახორციელებს. გარდა ამისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკუთარი ძალებით ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოდა-2“ მარნეულის ქვესადგურში შეჭრის პროექტს. 


ყველა ახალი ამბავი
0