"თელასმა" ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების საიმედოობა გაზარდა

© telasi.geენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განხორციელებული ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოების შედეგად, 70 მოძველებული 6 კილოვოლტიანი უჯრედი ზეთიანი ამომრთველებით შეიცვალა თანამედროვე უჯრედებით, რომლებიც აღჭურვილია ვაკუუმური ამომრთველებით და მიკროპროცესორული სარელეო დაცვით,

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია „თელასმა“ ქვესადგურიდან „თეც“ გამომავალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური 25 300 აბონენტის, მათ შორის პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, სამედიცინო დაწესებულებების ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

 ორივე ცგპ-ში განხორციელებული ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოების შედეგად, 70 მოძველებული 6 კილოვოლტიანი უჯრედი ზეთიანი ამომრთველებით შეიცვალა თანამედროვე უჯრედებით, რომლებიც აღჭურვილია ვაკუუმური ამომრთველებით და მიკროპროცესორული სარელეო დაცვით, რაც თბილისის ცენტრალური რაიონების — მთაწმინდა, ჩუღურეთი და დიდუბე — მოსახლეობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ენერგომომარაგების საიმედოობას და ხარისხს არსებითად აამაღლებს.

 სს „თელასის“ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ცრპ-ების რეკონსტრუქციაზე დახარჯულმა თანხამ 1 193 000 ლარი  შეადგინა.

 ქვესადგურიდან გამომავალი ცგპ-ების კომპლექსური მოდერნიზაცია განხორციელდა ავარიული გამორთვების ლოკალიზაციისა და ქსელის სხვა ნაწილებზე დაზიანების გავრცელების პრევენციისათვის. ქვესადგურის „ტეც“ ძლიერ ამორტიზებული მოწყობილობებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ამომრთველებისა და სარელეო დაცვის მოწყობილობების ხშირი მტყუნების გამო, საკაბელო ხაზში დაზიანების წარმოქმნისას, ითიშებოდა მეზობელი საკაბელო ხაზებიც. აღნიშნული ქვესადგური არ არის სს „თელასის“ მფლობელობაში, ამასთან „თეც“-ის მესაკუთრეების მიერ მოწყობილობების რემონტი არ ჩატარებულა.

თელასი - Sputnik საქართველო
თელასმა ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

 გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, სსს „ინტერ რაო“-ს სტრატეგიებისა და ინვესტიციების ბლოკის ხელმძღვანელი, გამგეობის წევრი ილნარ მირსიაპოვი, სსს „ინტერ რაო“-ს ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, სსს „ინტერ რაო“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, საინფორმაციო პოლიტიკის ბლოკის ხელმძღვანელი ანტონ ნაზაროვი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

 სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.


ყველა ახალი ამბავი
0