ტაქსის მძღოლების საყურადღებოდ! შემოდგომიდან თბილისში ლიცენზიები დაწესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსის ელოდება ტურისტებს თბილისის ისტორიულ ცენტრში
ტაქსის ელოდება ტურისტებს თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა დაადგინა ტაქსის მძღოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღების თარიღი.

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბრიდან სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობას აუკრძალავს.

ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები არასწორ ადგილზე გაჩერებისთვის დაჯარიმდებიან >>

გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თბილისის მერიას 1 ოქტომბრამდე საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობები, ნებართვის გაცემისა და გადახდის წესი, ვადა და გაცემის ფასი.

ავტომანქანა - Sputnik საქართველო
„ეს მტკივნეული პროცესი იქნება": კალაძე ტექდათვალიერებაზე

სალიცენზიო წესების დარღვევის შემთხვევაში ტაქსის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება. ხოლო მგზავრთა უნებართვო გადაყვანა 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ტაქსის მძღოლს ჯარიმის ორმაგი ოდენობის საურავის გადახდა მოუწევს.

კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.

ყველა ახალი ამბავი
0