15-წლიანი პატიმრობა: პროკურატურა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრობს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა 2017 წლის 17 აგვისტოს დააკავეს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურა.

მკვლელობა თბილისის ცენტრში 2017 წლის 16 აგვისტოს საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქუჩაში ფეხით მიდიოდა, როდესაც მას მიუახლოვდა მოტოციკლი, საიდანაც უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მიიმალა. 

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისის ცენტრში: ბრალდებული დაკავებულია

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კახა ძნელაძეს წარსულში ნასამართლევმა მიხეილ იაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში დამიზნებით ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ძნელაძე მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2017 წლის 17 აგვისტოს თბილისში დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში ექსპერტებმა გამოიკვლიეს დოკუმენტური და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მკვლელობის იარაღი, რომელიც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილთან ახლოს გადამალა.

სასამართლომ მსჯავრდებული სსკ-ის 108-ე („განზრახ მკვლელობა") და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება") დამნაშავედ ცნო.

საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე გარკვეული დროით ადრე დაღუპულსა და მკვლელს შორის ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, შესაძლოა, მკვლელობის მოტივი შურისძიება გამხდარიყო.

ყველა ახალი ამბავი
0