თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისის №15 საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა, რადგან ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდიოდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, 2 მაისს, დღის მეორე ნახევარში დაბინძურებული და მღვრიე წყალი არა მარტო საბავშვო ბაღში, არამედ მთლიანად დიდუბის რაიონში მოდიოდა. წყლის დაბინძურების მიზეზი უცნობია. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ წყალგანამაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის სპეციალისტები დაუყოვლებლივ გამოიძახა, რომლებმაც წყლის ნიმუშები აიღეს.
ამ დროისთვის წყალი სუფთაა და ბაქტერიოლოგიური შემოწმება მიმდინარეობს. ვიდრე ლაბორატორიული კვლევების შედეგები არ იქნება ცნობილი, აღმზრდელობითი პროცესი ბაღში არ აღდგება.
აღსაზრდელებს დაბინძურებული წყალი არ დაულევიათ, გარდა ამისა, აღნიშნული წყლით არც საჭმელი მომზადებულა, განაცხადეს უწყებაში.