„გირჩის“ საქმე: ერთი დაჯარიმებული და ორი დაპატიმრებული

© FB / Zurab Japaridzeზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიხუანას კულტივაციის ბრალდებით „გირჩის“ ოფისთან პარტიის ორი აქტივისტი დააკავეს, რომელთაგან ერთი დაკავების მომენტში მარიხუანას ფონზე სელფს იღებდა

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, პარტიის ორ აქტივისტს კი ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

გუშინ მარიხუანას კულტივაციის  ბრალდებით „გირჩის“  ოფისთან პარტიის ორი აქტივისტი, მათ შორის ნიკა ობოლაძე დააკავეს. დაკავების მომენტში ობოლაძე  ქოთანში ამოსული მარიხუანას ფონზე სელფს იღებდა, რომელიც ერთი კვირის წინ იყო დათესილი. 

შსს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირთა გარკვეულ ჯგუფს შესაძლოა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა სამუშაოს შესრულებაში „გირჩის“ წევრებმა შეუშალეს ხელი. პოლიტიკური მოძრაობის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ დაკავებულ პირებს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ. 

მანამდე ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურაში დაკითხეს, საიდან გამოსვლის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა:

„რაღაც კადრები მაჩვენეს, რომელშიც რაღაც უხამს სიტყვებს ვიძახი, მაგრამ ეს სიტყვები პოლიციელების წინააღმდეგ არ არის მიმართული. სავარაუდოდ, დღეს ერთი სასამართლო იქნება, სადაც სამივეს გაგვასამართლებენ ". 

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.


ყველა ახალი ამბავი
0