ვინ აპირებდა ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძის აფეთქებას

გამოწერა
ნიკოლოზ საკანდელიძე შპს „აგრო ფერმაში" 50%-იანი წილის, ხოლო შპს „ლუკაში" 18,75%-იანი წილის მფლობელი და სხვადასხვა საწარმოს პარტნიორია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სტამბულის ბაზრის დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე პოლიცია მუშაობს - Sputnik საქართველო
რუსთავში მოკლული ბიზნესმენი ქართული არმიის გადამდგარი გენერალი იყო

შემთხვევა ქსნის ქუჩაზე, N12 საცხოვრებელ კორპუსში დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებმა მრავალბინიანი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ბინის კართან ხელყუმბარა იპოვა.

ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.

ნიკოლოზ საკანდელიძე შპს „აგრო ფერმაში" 50%-იანი წილის, ხოლო შპს „ლუკაში" 18,75%-იანი წილის მფლობელი და სხვადასხვა საწარმოს პარტნიორია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს:

„შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეზობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა, არ ვიცი რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე ყუმბარა. „კალიცო“ მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს, ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის!" — წერს ჟურნალისტი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით („ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება") დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0