საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეხუთე გამოსვლას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით დაესწრება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ყოველწლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზე დაიწყება.

სახელმწიფო მეთაურის რანგში ეს მარგველაშვილისთვის დეპუტატების წინაშე სიტყვით ბოლო გამოსვლა იქნება, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება. სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები. 

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში - Sputnik საქართველო
რა სიურპიზს უმზადებს მარგველაშვილი პარლამენტს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით კანონმდებლების წინაშე თებერვალში, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა წარდგეს.

წელს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ მისულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ აქტუალურ თემაზე, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეხუთე გამოსვლას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით დაესწრება.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0