საქართველოში 33 დასახელების კონტრაბანდული წამლები შემოიტანეს

© Pixabay / jarmolukწამლის აბები
წამლის აბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა კონტრაბანდული მედიკამენტები საქართველოს ტერიტორიაზე მანქანაში მოწყობილი სამალავით შემოიტანა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: თბილისში უაქციზო სიგარეტის გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე 33 დასახელების დიდი ოდენობით მედიკამენტი შემოიტანა. მედიკამენტები მას ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოჰქონდა.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოღებულია 6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული მედიკამენტები.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საბაჟო წესის დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0