კონტრაბანდა საქართველოში: თბილისში უაქციზო სიგარეტის გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 7 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახანძრო სამსახურის მანქანა 112 - Sputnik საქართველო
თბილისში სიგარეტმა მამაკაცი იმსხვერპლა

გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ბრალდებული ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილ HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას უკანონოდ ახდენდა.

დაკავებულები ერთ შემთხვევაში — 880 კოლოფ თამბაქოს ნაწარმს, ხოლო მეორე შემთხვევაში — 551 კოლოფს ასაღებდნენ.

ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 7 ათას ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით („აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რომელიც ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის და დამნაშავე პირების მხილების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

საქართველოში 2017 წლის იანვრიდან ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0