თბილისის ცენტრში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცების კამათი გადაიზარდა ჩხუბში ცივი იარაღის გამოყენებით

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. 20 და 29 წლის მამაკაცები დაჭრეს ცივი იარაღით თბილისში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ინციდენტი დღეს საღამოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, მამაკაცები კამათობდნენ, შემდეგ კი დაჭრა მოხდა. ერთ-ერთ მამაკაცს ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიღებული.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
სროლა თბილისში: საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
 დაჭრილები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0