საბაგირო გზის რეკონსტრუქცია: რა სიახლეებს სთავაზობს აბასთუმანი დამსვენებლებს

© FB / Georgian National Astrophysical Observatoryაბასთუმნის ობსერვატორია
აბასთუმნის ობსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკონსტრუქციას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ  აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რეკონსტრუქციას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნებართვის მიხედვით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

განახლდება სამგზავრო ვაგონი. განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. საბაგირო ობსერვატორიასთან 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული. 

აბასთუმანი - Sputnik საქართველო
აბასთუმანი: კურორტის ისტორია და მნიშვნელობა

ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერატორიის ბიულეტენი“.

ვოვა ასტრონომი და კუდიანი ვარსკვლავები, ანუ „გამოდით, უნდა დაგთვალოთ“!>>

აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა და მრავალი ემისიური ვარსკვლავი.

ყველა ახალი ამბავი
0