ფესტივალი CineDOC-Tbilisi საქართველოში მთელი მსოფლიოს დოკუმენტალისტებს შეკრებს

გამოწერა
CineDOC-Tbilisi - სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს პირველი საერთაშორისო ფესტივალი

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. დოკუმენტური კინოს პირველი საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi 3-8 მაისს გაიმართება, რიგით მეექვსე ფესტივალის პროგრამა 67 ფილმის ჩვენებას მოიცავს.

CinéDOC-Tbilisi – სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს პირველი საერთაშორისო ფესტივალია. ფესტივალის მიზანია — დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია. ფესტივალი საქართველოში 2013 წლიდან იმართება. CineDOC Tbilisi-ის პროგრამიდან ფილმების ნახვა შესაძლებელია კინოთეატრებში „ამირანი“, „ქოლგა“, „სპარტაკი“, ასევე გოეთეს სახელობის ინსტიტუტში (ზანდუკელის, 16). ორგანიზატორთა ჩანაფიქრის მიხედვით, ფილმის ყოველი ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და სურათის დეტალური განხილვა.

ქართულ კინოს გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ >>

ფესტივალის ორგანიზატორებმა დირექტორ არჩილ ხეთაგურთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რეგიონებისთვის დოკუმენტური კინოს გაცნობას. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე CineDOC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურ ტრენინგებში მონაწილეობისთვის აქტივისტების განაცხადების მიღება დაიწყო. მონაწილეებს ტრენინგებზე ქალაქებში კინოჩვენებებისა და ფესტივალების დამოუკიდებელი ჩატარების უნარებს შეასწავლიან.

ფოტოფესტივალი Kolga - Sputnik საქართველო
საქართველოში იწყება საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2018

„ვიწვევთ საერთაშორისო სპეციალისტებს, რომლებსაც რეგიონული კინოჩვენებების ჩატარების დიდი გამოცდილებაა აქვთ. ისინი უზიარებენ ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან, რა და როგორ უნდა დაიგეგმოს, რათა საკუთარ რეგიონში დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია შეძლონ. წელს უკვე დაკომპლექტდა ჯგუფები ქვემო და შიდა ქართლიდან, ასევე რაჭიდან“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა.

ფესტივალის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებით დაკომპლექტებული ჯგუფები გაემგზავრებიან ტურში რეგიონებში, სადაც კინოფესტივალის პროგრამას აჩვენებენ.

CinéDOC-Tbilisi – საქართველოში პირველი კინოფესტივალია, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტ „კრეატიული ევროპას“ მხარდაჭერით (Creative Europe).

ფაჯრის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„ფაჯრის" საერთაშორისო ფესტივალზე ექვსი ქართული ფილმი აჩვენეს

ფესტივალის პროგრამა მოიცავს ძირითად სექციებს: CivilDOC, Focus Caucasus, Guest Country, CinеDOC-Young, ქართული ფილმები, ფრანგული პროგრამა და სექცია „სპეციალური სტუმარი“. წელს ამ სექციაში რუმინელი რეჟისორების ფილმებს აჩვენებენ.

ფესტივალის მონაწილეებისა და მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სექციამ CivilDOC, რომელიც პროგრამაში 2016 წელს დაემატა. სექციაში აჩვენებენ ფილმებს, რომლებიც ეძღვნება ადამიანთა უფლებების დაცვას და სოციალური პრობლემების ფართო სპექტრს. დისკუსიაზე მოწვეულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში არსებულ სოციალურ ფონზე ისაუბრებენ.


ყველა ახალი ამბავი
0