საქართველოში იწყება საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2018

© FB / Kolga Tbilisi Photoფოტოფესტივალი Kolga
ფოტოფესტივალი Kolga - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერ ფოტოგრაფებს მრავალ ნომინაციაში დააჯილდოებენ, ფოტოს მოყვარულები კი საინტერესო ნამუშევრებს ნახავენ

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2018 დამთვალიერებელს კარს გაუღებს 4 მაისს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ახალგაზრდა და საერთაშორისო არენაზე კარგად ცნობილი ფოტოგრაფები თბილისში უკვე მე-17-ჯერ შეიკრიბებიან. წელს ფოტოკვირეული 11 მაისამდე გაგრძელდება.

ბადრი ვადაჭკორიას ფოტო - Sputnik საქართველო
ბამბუკის პისტოლეტიანი გურული, ყველაზე „ფოტოგენური“ ქართული კუთხე და დიპლომატი ფოტოგრაფი

Kolga Tbilisi Photo Kolga-ს ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო, ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა, უფასო ვორკშოპები, სემინარები, დისკუსიები, ლექციები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და მათი პორტფოლიოს მიმოხილვა.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ ფოტოექსპერტები, კურატორები და წამყვანი მსოფლიო ფოტოგრაფები. კონკურსის მიზანი 2002 წლიდან უცვლელია — ფოტოხელოვნების როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის პოპულარიზაცია.

Kolga Tbilisi Photo-ს საპრიზო ფონდი 7 ათას დოლარს შეადგენს. გამარჯვებულებს შორის თანხა ოთხ ნომინაციაში განაწილდება: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot/ და ჰუავეის ქვენომინაცია — მობილური ფოტო.

გიორგი ქარდავა - Sputnik საქართველო
ფოტოგრაფის ისტორია: საოცნებო მოდელთან უცნაური შეხვედრა და „ვარსკვლავთცვენა“ ობიექტივში

დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციისამებრ, გამოფენის გახსნის დღეს 4 მაისს გალერეა Artarea-ში ჩატარდება (დოდო აბაშიძის, 10).

პირველ ოთხ კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული 1500 დოლარს მიიღებს. დანარჩენი თანხა ქვენომინაციის გამარჯვებულებს შორის განაწილდება.

თბილისში უკრაინელი მხატვრის და ფოტოგრაფის გამოფენა მიმდინარეობს >>

აგრეთვე გამოცხადდება პრემია Kolga Newcomer Photo Award-ის ლაურეატი, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს გამოავლენს.

გამოფენების, ვორკშოპების და სემინარების დეტალური პროგრამა ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ყველა ახალი ამბავი
0