ბამბუკის პისტოლეტიანი გურული, ყველაზე „ფოტოგენური“ ქართული კუთხე და დიპლომატი ფოტოგრაფი

© FB / Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა მაისს, ფოლკლორის სახლში, ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას ძველი ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „ბადრი ვადაჭკორიას მეოცე საუკუნე“ გაიმართება. მანამდე, 7 მაისს, მას პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემია გადაცემა.

ბატონი ბადრი 16 საავტორო ალბომის გამომცემელია, ერთი წლის განმავლობაში გამოიცა მისი12 ფოტოალბომი ციკლიდან: „ჩემი საქართველო“. მომზადებული აქვს ღია ბარათების 40-მდე კრებული. 34 წლის მანძილზე იმუშავა ტელევიზიაში და იმავე დროს, საქართველოში გამოცემული ყველა გაზეთის სპეცკორესპონდენტიც გახლდათ. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ. ჩვენ დავუკავშირდით ფოტოხელოვანს და მას დაუვიწყარი ფოტო-ამბები გავახსენეთ.

© FB / Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორია
ბადრი ვადაჭკორია - Sputnik საქართველო
ბადრი ვადაჭკორია

- ბატონო ბადრი, ყველაფერი ალბათ მაინც გურიაში დაიწყო და თქვენს პირველ ობიექტივშიც გურულები მოხვდნენ, არა?

— ლანჩხუთში დავიბადე და ხშირად ვხუმრობ: „ია ლანჩხუტსკი პარენ“. ჩემი ფოტოგრაფიული მოღვაწეობაც მაქ დაიწყო. იმიტომ, რომ იქ ფოტო- წრეზე დავდიოდი. ფოტოგრაფიის მასწავლებელი შალვა მურვანიძე მყავდა. ნეგატივს „ნეკანტინს“ ეძახდა. სულ გვეუბნებოდა: ასე უნდა ქნა და ასე არ უნდა ქნაო.. რათქმაუნდა მასთან არაფერი მისწავლია. ჩემი პირველი ფოტოაპარატი იყო რუსული წარმოების „ზორკი-ეს“, რომელიც სინამდვილეში, „გადმოშუშული“ ცნობილი „ლეიკა“ იყო. პირველი ფოტოები პირველი კოცნასავითაა, რომელიც მაშინაც გახსოვს, როცა უკანასკნელი კარგა ხნის დავიწყებული გაქვს. ასე რომ, მახსოვს ჩემი პირველი ფოტოები, რომელიც ნათხოვარი ფოტოაპარატით გადავიღე.

© FB / Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორიას შვილები ირინიკო და ირაკუნა
ბადრი ვადაჭკორიას შვილები ირინიკო და ირაკუნა - Sputnik საქართველო
ბადრი ვადაჭკორიას შვილები ირინიკო და ირაკუნა

-ბავშვობაში გადაღებული რაიმე „მაკვარანცხული“ კადრი რომელი გახსოვთ?

— მახსოვს, ასეთი კადრი, რომელიც ლანჩხუთში მაქვს გადაღებული: ჩემი მეზობლის ბავშვს, თენგოია ჩხიკვაძეს ბამბუკისგან გაკეთებული „პისტოლეტი“ უჭირავს ხელში და მეორეს უმიზნებს. ახლაც თვალწინ მიდგას ეს კადრი და ნათლად ვხედავ. მერე „ზორკი —С“ მიყიდა მამაჩემმა, რის მერეც ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი. დამამთავრებელ კლასში უკვე ცენტრალური გაზეთების შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი. აქ იბეჭდებოდა ჩემი ფოტოები და პატარ-პატარა ნარკვევები. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მაშინ ჟურნალისტიკის განყოფილება ფილოლოგიის ფაკულტეტზე იყო. სულ ათი ადგილი იყო დღის განყოფილებაზე. ისე კი არა, ახლა ყოველ კუთხეში რომ უმაღლესია გახსნილი… მაშინ ყოველგვარი პროტექციის გარეშე ჩავაბარე.

© FB / Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო  - Sputnik საქართველო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო

-რა არის ის, რაც მხოლოდ თქვენეულია და მხოლოდ თქვენი ობიექტივიდან „მოჩანს“?

— გულწრფელად გეტყვით: მე არავის ვბაძავ, ვიღებ იმას, რაც მომწონს. არ ვდგამ სცენებს, რადგან მიყვარს ბუნებრივად დაჭერილი კადრები. ხშირ შემთხვევაში, ჩემი ფოტოები რეპორტაჟული ხასიათისაა. როგორ გითხრათ, მე არ ვარ ვიწრო სპეციალობით ფოტოგრაფი. ჩემთვის ერთნაირად ადვილი მისაღებია: პორტრეტები, პეიზაჟები და ჟანრული სცენები…

-ბატონო ბადრი, როგორ ფიქრობთ, შავ-თეთრი ფოტოების ხიბლი და „ფერადოვნება“ რაში გამოიხატება?

— შავ-თეთრი ფოტოები უფრო დრამატული და ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ბევრი ისტორიული ფოტო. 1989 წლის აპრილში გადაღებული ფოტოების სერია დამამახსოვრდა. ეს ფოტოები დაგაფიქრებს და ყველაფერს სხვა თვალით შეგახედებთ.

© FB / Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო - Sputnik საქართველო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო

- დიპლომატიურ სფეროში როგორ მოხვდით?

— 90-იან წლებში რამდენჯერმე შევხვდი საქართველოს პირველ ელჩს, ნოდარ კომახიძეს. ეს იყო უდიდესი ელჩი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ და მას ძალიან მოვეწონე, რის შემდეგაც შემომთავაზა, მასთან გადავსულიყავი. არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. 6 მაისს, პირველი ქართული ელჩობა რომ დაიძრა ოსმალეთისკენ, მათ შორის, მეც ვიყავი. თუმცა ფოტოაპარატი მაშინაც არ გამიშვია ხელიდან. მოკლედ, მრავალმხრივად საინტერესო „ჭაბუკი“ ვარ.

© FB / Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო - Sputnik საქართველო
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო

- ალბომისთვის „ჩემი საქართველო“ ფოტოების გადასაღებად მთელი ქვეყანა მოიარეთ, დააკვირდებოდით ალბათ, რომელ კუთხეში უფრო უღიმიან ობიექტივს ადამიანები, ანუ რომელი კუთხე უფრო „ფოტოგენურია“?

— მსგავს შეკითხვებზე დღემდე უფრო დიპლომატიურად ვპასუხობდი: რომ ყველა კუთხეს თავისი ხიბლი და მშვენება აქვს მეთქი. თუმცა ამ ბოლოს დროს გამოვარჩევდი თუშეთს, სადაც შეიძლება ითქვას, ძალიან რბილი და თბილი ხალხია. სხვაგან, მთაში, ცოტა უფრო მკაცრი ადამიანები არიან. ასეთი ამბავი მახსენდება: ერთხელ ერთად ვართ მე და ლალი ხარძიანი, რომელთანაც ასეთი რამ როცა ვთქვი, გადაირია: როგორ, თუშები სვანებზე ლამაზები არიანო? იქვე მყოფმა მეორე სვანმა კი, ის, ვითომ დაამშვიდა: სვანეთი გაბრაზებულ სვანს ჰგავს, თუშეთი კი მონიკა ბელუჩივით ლამაზიაო.

- გამოფენები სხვადასხვა ქვეყანაში გქონდათ, რომელი დაგამახსოვრდათ?

— პარიზში მუდმივმოქმედი გამოფენები ჩვენს ტაძარში, სადაც ყველას შეუძლია მისვლა და ჩვენი ნამუშევრების ნახვა. საინტერესო იყო გამოფენა სეულშიც. ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ უცხოელებს შევაყვარო საქართველო. მიხარია, სადმე კლდე-ღრეში როცა მივდივარ იქ ახალგაზრდების ჯგუფი შემხვდება ხოლმე. ისინი მცნობენ და ფოტოებს იღებენ ჩემთან ერთად. ბევრმა ისიც მითხრა, რომ თქვენი გავლენით ზურგჩანთა და ფოტოაპარატი ავიღეთ და მოგზაურობა და ფოტოების გადაღება დავიწყეთო.

© Facebook / Badri Vadachkoriaგრემი- ბადრო ვადაჭკორიას ფოტო
გრემი- ბადრო ვადაჭკორიას ფოტო - Sputnik საქართველო
გრემი- ბადრო ვადაჭკორიას ფოტო

-რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი მოგზაური ფოტოგრაფი?

— ასზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ზოგჯერ ერთი და იგივე ქვეყანაში ორჯერ ან სამჯერ ვარ ნამყოფი. აზიური ქვეყანები უფრო მიყვარს. როცა დიპლომატიური სამსახური დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, გავხდი პრესისა და ტელევიზიის აკრედიტებული ჟურნალისტი უცხოეთში ცენტრალურ და აღმოსავლურ ქვეყნებში.

-აღმოსავლეთი ჭრელი ფერების გამო გიყვართ?

— ევროპაში ყველაფერი რაღაც ზედმეტად დავარცხნილია. აზიაში ყველაზე დიდი სასწაული შანხაია — 23-ე საუკუნის სასწაული, ასევე მომწონს ტაილანდი, ინდოეთი, იორდანია, ეგვიპტე, ტუნისი…

© Photo: Courtesy of Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორია ნეპალში
ბადრი ვადაჭკორია ნეპალში - Sputnik საქართველო
ბადრი ვადაჭკორია ნეპალში

-როდესაც ფოტო-პორტრეტებს იღებთ, გაქვთ თუ არა ისეთი ფრაზა, რითიც ნებისმიერ ადამიანს გააღიმებთ?

— ისევ ვამბობ ძველებურ და ნაცად ფრაზას: გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება!

- ჩიტის ამბავი დღესაც ჭრის?

— თქვენ წარმოიდგინეთ, ჭრის!- ფოტოაპარატის წინ მდგარ ხალხს დღესაც ეგ ფრაზა აღიმებს!…

- მეტ ღიმილს და პოზიტიურ კადრებს გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0