ცხინვალის თეატრი თბილისში „ალი და ნინოს“ პრემიერას წარადგენს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის რუსთაველის სახელობის თეატრი
თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაყურებელი პრემიერას რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე იხილავს

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს სპექტაკლ „ალი და ნინოს“ პრემიერას წარუდგენს, ნათქვამია რუსთაველის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპრემიერო ჩვენებები 1 და 2 მაისს გაიმართება. ყურბან საიდის რომანის მიხედვით პიესა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. კომპოზიტორი — სანდრო თედიაშვილი.

ალი და ნინო - Sputnik საქართველო
„ალი და ნინოს“ ბრიუსელში აჩვენებენ

სპეკტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ხალხის ფოლკლორული მელოდია და კლასიკური მუსიკის ნაწარმოები. სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.

ყურბან საიდი — გერმანელი მწერლისა და ჟურნალისტის ლევ ნუსენბაუმის ფსევდონიმია. ის 20-მდე წიგნის ავტორია, მათ შორის რომანის „ალი და ნინო“. ეს რომანი 27 ენაზეა თარგმნილი და 11 მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. 

„ალი და ნინო“ — ორი ახალგაზრდა ბაქოელის — აზერბაიჯანელი მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაა. რომანში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. 

ყველა ახალი ამბავი
0