საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთლიანი სამწვრთნელო შტაბი გადადგა

© Sputnik / STRINGERძიუდოისტი ლაშა შავდათუიაშვილი
ძიუდოისტი ლაშა შავდათუიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას გუნდის მწვრთნელების გადადგომა მოჰყვა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მთლიანი შემადგენლობით გადადგა, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის Facebook-გვერდზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

აღიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება შედეგებს, რომელიც ქართველმა ძიუდოისტებმა აჩვენეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 26-28 აპრილს ტელ-ავივში გაიმართა.

ძიუდოისტი თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტების მარცხი: წარუმატებელი ჩემპიონატი
 პირველად 1992 წლიდან ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე ვერც ერთი მედალი ვერ აიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო დონის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიც არის ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი) — მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ, 4) — ოლიმპიური ჩემპიონი (2012) და 2016 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ, 1) – 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი — ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონატზე პირველივე შერკინებაში წააგეს.

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - Sputnik საქართველო
სრული კატასტროფა წმინდა მიწაზე, იურგენ კლოპის საჩემპიონო ამბიციები და უთამაშებელი ზაზა

ქევხიშვილის თქმით, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, შემდეგ კი ეროვნული გუნდი დაიწყებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ან სექტემბერში ბაქოში გაიმართება.

ნონსენსი: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მედლების გარეშე დარჩა >>

ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ნაკრებს 2016 წლის სექტემბერში ჩაუდგა სათავეში, მან შეცვალა ირაკლი უზნაძე, რომელიც ნაკრებთან სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0