ნონსენსი: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მედლების გარეშე დარჩა

© Sputnik / STRINGERძიუდოისტი მარგიანი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს
ძიუდოისტი მარგიანი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელოვანმა ქართველმა ძიუდოისტებმა ისრაელში ევროპის ჩემპიონატზე უკიდურესად წარუმატებლად იასპარეზეს

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ტელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე ვერცერთი მედალი ვერ აიღეს.

ისტორიაში ერთხელ მედლების გარეშე კონტინენტურ პირველობაზე ქართველი ძიუდოისტები 1992 წელს დარჩნენ.

© Sputnik / STRINGERძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს
Дзюдоист Бека Гвиниашвили участвует в поединке в рамках чемпионата Европы - Sputnik საქართველო
ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

ტურნირის დასკვნით დღეს ტელ-ავივში მედლები სამ წონით კატეგორიაში თამაშდებოდა: —90 კგ, —100 კგ და +100კგ.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა (მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერი) მესამე რაუნდში ბერძენ თეოდოროს ცელიდისს (60) დაუთმო, ხოლო ბექა ღვინიაშვილიმა ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს (34) წინააღმდეგობა რეპეშაჟში ვერ გაუწია.

ძიუდოისტების ტრიუმფი — თბილისის გრან-პრის პირველ დღეს ქართველებმა ოქრო აიღეს >>

სენსაციური გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის, ევროპის რვაგზის ჩემპიონის და 100 კგ-მდე კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერის — ვარლამ ლიპარტელიანის გამოსვლა. პირველივე შერკინებაში ის ბელარუს დანიელ მუკუტასთან დამარცხდა, რომელიც IJF რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებს.

© Sputnik / STRINGERძიუდოისტი მარგიანი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს
Дзюдоист Маргиани участвует в поединке в рамках чемпионата Европы - Sputnik საქართველო
ძიუდოისტი მარგიანი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

ყველაზე ახლოს მედალთან იყო მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (2), რომელიც ტურნირის ნახევარფინალში მოხვდა. თუმცა მას გზა გადაუკეტა რუსმა ტამერლან ბაშაევმა (27), ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თუშიშვილმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლს (42) დაუთმო.

საერთოგუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, რომლის ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. მეორე ადგილზე ისრაელის გუნდი (1-0-2), მესამეზე — ბელგია (1-1-0).


ყველა ახალი ამბავი
0