რატომ აძლიერებენ მესტიაში საპატრულო პოლიციის შემადგენლობას

© Sputnik / Denis Aslanovპოლიციის შენობა მესტიაში
პოლიციის შენობა მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთის პოლიციის დანაყოფებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით სვანეთის პოლიცია პატრულის ეკიპაჟებით გაძლიერდება, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ წარუდგინა.

მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. ბაკურაძეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: ერთ თვეში ამოღებული უამრავი იარაღი და 324 ფაქტზე დაწყებული გამოძიება

სამმართველოს უფროს მოადგილედ დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.

მედიამ დაადგინა, ვინ ესროლა მესტიაში ლომარ ნიგურიანს >>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შსს-ს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0