მედიამ დაადგინა, ვინ ესროლა მესტიაში ლომარ ნიგურიანს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanიარაღი სროლის ადგილას
იარაღი სროლის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიის საკრებულოს წევრ ლომარ ნიგურიანს ექვსი ტყვია მოხვდა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მესტიის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ავტომატიდან მისმა ნათესავმა მოკლა, ამტკიცებს ტელეარხი Rustavi2.

ინციდენტი ორშაბათს მოხდა. ბრალდებულსა და ნიგურიანს შორის სიტყვიერი კამათი მაშინ დაიწყო, როდესაც ის თავისი სახლის სახურავს თოვლისგან წმენდდა. ნათესავმა მოითხოვა, რომ მას სახურავიდან თოვლი მის ეზოში არ ჩამოეყარა. საუბარში ნიგურიანის ვაჟი ჩაერია, რომელიც მამას სახურავის გადათოვლაში ეხმარებოდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის დეტალები: შსს-ს ვერსია

ამის შემდეგ გაბრაზებულმა ნათესავმა სახლიდან ავტომატი გამოიტანა და ნიგურიანის ვაჟს დაუმიზნა, ის კი თავის შვილის გადაეფარა.

ტელეკომპანია Imedi-ს მონაცემებით, ბრალდებულმა, რომელსაც მამუკა ნიგურიანი ჰქვია, 11-ჯერ გაისროლა. ოთხი ტყვია ლომარ ნიგურიანს მუცელში მოხვდა, ორი — მხარში.

ლომარ ნიგურიანი 48 წლის იყო. მის ცხედარს ქუთაისში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის აქამდე იძებნება.

მანამდე შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტი პირადი კონფლიქტის საფუძველზე  მესტიის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 108ე და 236-ე მუხლები) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0