თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე ელიმჰან პაშაევი იარაღს უკანონოდ ინახავს.
პაშაევი საბუნჩინის რაიონის დაბა ბაკიხანოვში დააკავეს. მას Pistol Modell 27-ის მოდელის პისტოლეტი და 6,123 გრამი ჰეროინი დააკავეს.
შსს: ერთ თვეში ამოღებული უამრავი იარაღი და 324 ფაქტზე დაწყებული გამოძიება >>
ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.