შსს: ერთ თვეში ამოღებული უამრავი იარაღი და 324 ფაქტზე დაწყებული გამოძიება

გამოწერა
სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 72 პირის მიმართ.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 72 პირის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, ამოიღეს: 12 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; 73 ცალი კარაბინი, შაშხანა და სანადირო თოფი; 34 ცალი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და რევოლვერი, თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი — 11 ცალი; აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი — 18 ცალი.

ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება 155 პირის მიმართ.

იარაღით ვაჭრობა: სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა >>

სამართლებრივი დევნა სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0