რატომ ესროლეს მაჩალიკაშვილს - ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Vitaly Podvitskyხელყუმბარა
ხელყუმბარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ახალგაზრდას ხელში ხელყუმბარა არ ჰქონია

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik.  ექსპერტიზის დასკვნამ, რომელსაც სოფელ დუისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, პროკურატურა მთავარი მტკიცებულების გარეშე დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მხარსა და თავში დაიჭრა სპეცოპერაციისას, რომლის მიზანიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. როგორც მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი  ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

ხეობა - Sputnik საქართველო
მაჩალიკაშვილის ახლობლებმა პანკისში საპროტესტო აქცია გამართეს

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტებმა ხელყუმბარაზე, პანკიში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ახალგაზრდას ხელში ხელყუმბარა არ ჰქონია.

„გომელაურთან და კვირიკაშვილთან უნდა მივიდე და ვკითხო, რატომ მომიკლეს შვილი. ცოტა ნუგეში გვექნებოდა თავიდანვე ეღიარებინათ, რომ შეცდომა მოუვიდათ. ეთქვათ თავიდანვე სიმართლე“, — განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის სკანდალური დასკვნის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მტკიცებულება გაბათილდა. 

თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა პანკისის ხეობაში

ადვოკატის ცნობით, შემთხვევამდე სულ ცოტა ხნით ადრე მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა. ეს დასტურდება მის მიერ ბოლო წუთებში გაგზავნილი შეტყობინებით. 

ოჯახის ვერსიით, სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილის ხელში სწორედ მობილურმა ტელეფონმა შეაშინა, ან 19 წლის ახალგაზრდას ოთახში შესვლისთანავე საფრთხის იდენტიფიცირების გარეშე ესროლეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლებმა 20 აპრილს დუისში საპროტესტო აქცია გამართეს და მისი უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს. აქციაზე ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაზარალებულ მხარედ ცნობას და სპეცრაზმელთა დასჯას მოითხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0