მაჩალიკაშვილის ახლობლებმა პანკისში საპროტესტო აქცია გამართეს

გამოწერა
აქციის მონაწილეებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაზარალებულ მხარედ ცნობას და სპეცრაზმელთა დასჯას მოითხოვენ

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სოფელ დუისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მისი უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს, იუწყება ტელეარხი Imedi.

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მხარსა და თავში დაიჭრა სპეცოპერაციისას, რომლის მიზანიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. როგორც მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი  ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

აკრძალული სააგიტაციო მასალების დათვალიერება - Sputnik საქართველო
დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში ISIS-ის მხარეზე სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები

„სახელმწიფო უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს პირისპირ, და არა შუამავლებით. აქ არავინ უნდა გრძნობდეს, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. არა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და ეს უნდა იგრძნობოდეს სახელმწიფოს მხრიდანაც, და არავინ უნდა გვიყურებდეს უნდობლობით“, — განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის მონაწილემ, მურაზ გოდერძიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და იმ სპეცრაზმელთა დასჯა, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში არიან დამნაშავეები. წინააღმდეგ შემთხვევაში დუისელები თბილისშიც საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

თებერვლის დასაწყისში მაჩალიკაშვილის ოჯახი შეხვდა საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომელმაც მათ გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

„მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებულებს შეიძლება ბრალი შეუმსუბუქონ

ამჟამად ტერორისტების დახმარების ბრალდებით დაკავებულია ექვსი ადამიანი – ალდამოვი, გორნაკაშვილი, მარგოშვილი, ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331-ე მუხლით გრძელდება, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი ცოცხლები აღარ არიან. პირველმა თავი აიფეთქა, დანარჩენების ლიკვიდაცია კი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას (2017 წლის 21-22 ნოემბერს) მოხდა. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი, შოაიფ ბორზიევი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0