როგორ ატყუებენ საქართველოში ინტერნეტ-მომხმარებლებს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიIT-პარკის მონაცემთა ბაზის ცენტრი ყაზანში
IT-პარკის მონაცემთა ბაზის ცენტრი ყაზანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ ინტერნეტის მომხმარებლები საქართველოში ტყუილის მსხვერპლი არ გახდნენ, მათ ინტერნეტის სიჩქარის დაკვირვების შესაძლებლობას მისცემენ

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს მომავალში შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამას, რომლის დახმარებით მოსახლეობა ინტერნეტის ხარისხის გაკონტროლებას შეძლებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

„სრული აბსურდი" – საქართველოს პრემიერმა უარყო მასმედიაზე ზეწოლა >>

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ინტერნეტ-პროვაიდერები ხშირად აბონენტებს ნაკლებად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან, თუმცა გადასახადს ხარისხიანი ინტერნეტისთვის ითხოვენ. გარდა ამისა, აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმებისას პროვაიდერები ზუსტის ნაცვლად ინტერნეტის დაახლოებით სიჩქარეს მიუთითებენ, რაც მისი შენელების საშუალებას აძლევთ.

კომპანია „ბილაინი“ - Sputnik საქართველო
„ბილაინი“ საქართველოში 270 ათასი ლარით დააჯარიმეს

„უკვე ათი თვეა კომისია ახორციელებს მნიშვნელოვან პროცესს. პროექტი, რომლის შესახებ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ქმნის ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმს. ამ პროექტის დახმარებით მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. კერძოდ, მას ექნება ინსტრუმენტი, რომლითაც ის რეგულარულად გაზომავს და შეადარებს, რამდენად შეესაბამება რეალურ სიჩქარეს მასსა და პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე“, — განაცხადა ბექაურმა.

საუბარია ონლაინ-აპლიკაციაზე, რომელიც უახლეს მომავალში შეიქმნება. ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდიდან gncc.ge.

ინტერნეტის ხარისხს 24 საათის განმავლობაში კომისიაშიც დააკვირდებიან. ბექაურის თქმით, ინტერნეტის ხარისხით უკმაყოფილო მომხმარებლებს კომისიისთვის საჩივრებით მიმართვა აღარ მოუწევთ. ისინი პირდაპირ თავის პროვაიდერს მიმართავენ.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
რა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს „მაგთიმ“ და “ჯეოსელმა“

„კომისია დააკვირდება ამ პროცესს მომხმარებლის გარეშეც და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ პროვაიდერი აწვდის აბონენტს უხარისხო ინტერნეტს, დაიწყებს სანქციების გამოყენებას, მათ შორის ფინანსურსაც, რომელიც პროვაიდერის მიმართ კანონით არის გათვალისწინებული. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ისე დავალაგებთ ბაზარს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები პრაქტიკულად აღარ გვეყოლება“, — ხაზგასმით აღნიშნა ბექაურმა.

როგორ ეწყობიან თბილისელები სამსახურში >>

დღეისათვის საქართველოში 755 ათასზე მეტი ინტერნეტ-აბონენტია და 160-მდე ინტერნეტ-პროვაიდერი. მათ შორის ყველაზე მსხვილია Silknet-ი, Magticom-ი და „ახალი ქსელები“. ყველაზე გავრცელებულია საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. წამში 20 მეგაბიტის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 30 ლარამდე შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0