„ბილაინი“ საქართველოში 270 ათასი ლარით დააჯარიმეს

© photo: Sputnikკომპანია „ბილაინი“
კომპანია „ბილაინი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „ბილაინი“ იმის გამო დააჯარიმეს, რომ ის აბონენტებზე მობილური ტელეფონების ბარათებს შესაბამისი შეთანხმების გაფორმების გარეშე გასცემდა

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „ვეონ საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია კომისიის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია НТВ Плюс - Sputnik საქართველო
რატომ შეჩერდა НТВ-Плюс-ის ავტორიზაცია საქართველოში

შემოწმებამ აჩვენა, რომ კომპანია „ვეონ საქართველო“ სააბონენტო ნომრებს შეთანხმების სათანადოდ გაფორმების გარეშე გასცემდა, რაც კანონებით – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ –გათვალისწინებული რეგლამენტის დარღვევაა.

კომუნიკაციების კომისიამ ეს დარღვევა წლის განმავლობაში რამდენჯერმე დააფიქსირა.

კომისიამ პირველ ეტაპზე კომპანია გააფრთხილა, როგორც ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე – უკვე 270 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მობილური ოპერატორი „ბილაინი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით, მისი აბონენტების რიცხვი 1,8 მილიონ  ადამიანს აღწევს.


ყველა ახალი ამბავი
0