რატომ შეჩერდა НТВ-Плюс-ის ავტორიზაცია საქართველოში

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიტელეკომპანია "НТВ Плюс"
ტელეკომპანია НТВ Плюс - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორი კომპანიის - რუსული НТВ-Плюс-ისა და ქართული GUDA TV-ს მიმართ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული თანამგზავრული ოპერატორის НТВ-Плюс ავტორიზაცია თავად კომპანიის თხოვნით შეაჩერა, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის თანამგზავრული ტელევიზიის პირველმა ოპერატორმა НТВ-Плюс საქართველოში მაუწყებლობა NTV-Plus Georgia-ს ბრენდით აპრილის დასაწყისში დაიწყო.

ქალბატონი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
აჟიოტაჟი საქართველოს ტელებაზარზე: პროვაიდერებს გადახდა არ სურთ

მას შემდეგ, რაც კომისიამ თანამგზავრული ტელევიზიის სამი ოპერატორისგან — რუსული НТВ-Плюс, ქართული GUDA TV და ბელგიური Voxbone — საქართველოს მეწარმეთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოითხოვა, მათ კომისიას წერილით მიმართეს.

„შპს „GUDA TV"-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, „ნტვ+"-მა კი — ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს Voxbone-ს, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს Voxbone-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

НТВ–Плюс-ი 20 წელზე მეტია, რაც რუსულ ბაზარზე ლიდერის პოზიციებს იკავებს. ტელეოპერატორი მომხმარებელს სხვადასხვა შინაარსის 280-ზე მეტ არხს სთავაზობს. მისი აუდიტორია 3 მილიონზე მეტი ადამიანისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0